სრულყოფილი საიტის დამზადება
სრულყოფილი საიტის დამზადება, რომელზედაც მუშაობენ გამოცდილი პროგრამისტების გუნდი, ძირითადად შედგება: დიზაინერი (პასუხისმგებელია საიტის ინტერფეისის წინასწარ შერჩეული ფერებით შეხამებაზე), ფრონტენდ დეველოპერები (frontend პასუხისმგებელია ინტერფეისის სტატიკურ ფუნქციონალზე), ბექენდ დეველოპერები (backend პასუხისმგებელია საიტის დინამიკურ ფუნქციონალზე). არიან სპეციალისტები, რომლებიც აერთიანებენ ორივე სპეციალიზაციას: ესენი არიან სრული სტაკ დეველოპერები (full-stack).
მარტივი საიტის დამზადება ხდება მარკირების (html) და სტილის (css) გამოყენებით. რთული სრულყოფილი საიტის დამზადება ხორციელდება ძირითადად ისეთი პროგრამული ენების გამოყენებით როგორიცაა: js, php, python, asp, javascript, ruby, perl. გამოცდილი დეველოპერები დასამზადებელი საიტის მონაცემების სრულყოფილი შეფასების შემდეგ ირჩევენ ისეთ პროგრამულ ენას, რომლითაც შესაძლებელი იქნება საუკეთესო შედეგის მიღწევა. სტატისტიკური მონაცემებით, უმრავლესი საიტის დამზადება ხდება (php) პროგრამული ენის გამოყენებით.
ამ სტატიაში განვიხლავთ, თუ რა არის ვებ პროგრამირება, რისთვისაა აუცილებელი საიტის დამზადება, აგრეთვე რაც მთავარია განვიხილავთ დამზადების ეტაპებს.
ვებგვერდი წარმოადგენს საერთო შინაარსის მქონე ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც შედგება ერთი ან მრავალი ვირტუალური გვერდებისგან. როგორც წესი გვერდებn ერთმანეთს უკავშირდებიან ბმულების საშუალებით. ყველა ვებგვერდები პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაგებით მზადდება ფინანსური შემოსავლის მიზნით. საიტების უმრავლესობა კორპორატიულ ხასიათს ატარებს. საიტის მფლობელები თავად საზღვრავენ რა ფუნქციები დააკისროს მას.
- ცნობადობა განსაზღვრული გეოგრაფიული მასშტაბით;
- ახალი კლიენტების, პარტნიორების მოზიდვა;
- საქმიანობის პრეზენტაცია;
- პროდუქციის რეალიზაცია;
- სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა;
- კონკრეტული პროდუქტის ან ბრენდის რეკლამა.
ტექნიკური დავალება
ტექნიკური დავალება არის დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია მომავალი საიტის მოთხოვნები, როგორი იქნება პროდუქტი საბოლოო ჯამში. მზგავსი საბუთი აიოლებს საიტის დამზადებას, რითაც საგრძნობლად მცირდება უთანხმოების რისკები დამკვეთს და შემსრულებელს შორის. პირობების შეთანხმების შემდეგ, შესაძლებელია ზუსტად შევაფასოთ პროექტის ღირებულება, ამავე დროს განვსაზღვროთ შესრულების ზუსტი ვადები. დასამზადებელი პროექტის მიზნების შემუშავებით განისაზღვრება ტექნიკური დავალების სტრუქტურა, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- პროექტის თემატიკური აღწერა;
- მიზნები, ამოცანები;
- ვებ პროგრამირება:
- გამოყენებული ტექნოლოგიები:
- ჰოსტინგის მოთხოვნები;
- დეტალური სტრუქტურირება;
- საიტის ფუნქციონალი;
- საიტის დიზაინის დამზადება;
- ფერების შეხამება;
- დეტალების განაწილება;
- შიდა გვერდების აღწერა;
- გრაფიკული მასალები;
- ტექსტური შინაარსი;
- პროექტის მიწოდების ვადები.
საიტის ინდივიდუალური დიზაინის დამზადება
საიტის ინდივიდუალური დიზაინის დამზადება იწყება ტექნიკური დავალების შემუშავებისთანავე. მთლიან კონცეფციაზე დაყრდნობით კეთდება ბლოკების სქემატური შეხამება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაინახოს დიზაინით გათვალისწინებული დეტალურად განლაგებული ძირითადი ელემენტები:
- სტილი - ვებგვერდის სახე წინასწარ შერჩეული ფერების შეხამებით;
- განლაგება - დეტალების ინდივიდუალურად ჩამოაყალიბება;
- სტრუქტურა - მკაფიოდ გამოსახული ინფორმაცია უფრო ადვილად აღიქმება;
- ქმედებისკენ მოწოდების ობიექტები - თვალსაჩინოდ გაფორმებული ღილაკები.
საიტის მაკეტის აწყობა
როდესაც დიზაინი მტკიცდება, საიტის დამზადება გადადის ეტაპზე სადაც html/css კოდის გამოყენებით საიტის მაკეტის აწყობა (შაბლონიზაცია) ხდება, ამ დავადებას თავს ართმევენ ფრონტენდ დეველოპერები (frontend პასუხისმგებელია ინტერფეისის სტატიკურ ფუნქციონალზე). რის შედეგადაც ცოცხლდება დიზაინერული ჩანახაზი:
- შაბლონირება - მაკეტის დამზადება შემუშავებული დიზაინის გათვალისწინებით;
- კროსბრაუზერული - დეტალების ერთნაირად ასახვა პოპულარულ ბრაუზერებში;
- ვალიდურობა - CSS/HTML კოდის შესაბამისობა W3C სტანდარტებთან;
- ადაპტირებული - სტრუქტურული განლაგება ყველა ზომის მონიტორებისთვის.
ვებ პროგრამირება
ვებ პროგრამირება, როგორც არსებული პროექტის შემდეგი ეტაპი, რომელიც აერთიანებს საიტის მართვის სისტემას ინტერფეისთან. ასევე ინერგება პორტალის ლოგიკა, რომლითაც ყალიბდება მომხმარებლის ურთიერთქმედების ალგორითმები, ასევე ინერგება საიტის ურთიერთობა გარე რესურსებთან. ამ ეტაპზე პროექტს ენიჭება დინამიკურობა.
იმისთვის, რომ საიტმა მაქსიმალურად სტაბილურად იმუშაოს, პროგრამირება ხორციელდება შესაძლო მაქსიმალური დატვირთვით, სტრუქტურული მახასიათებლების გათვალისწინებით. ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ვებ რესურსის გამოყენების სიმარტივე, არამედ კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოებაც. აქედან გამომდინარე ნათელად ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამირება
მზა საიტის ტესტირება
როდესაც პროგრამირება დასრულებულია, აუცილებელი პროცესია მზა საიტის ტესტირება, რომელიც რამდენიმე ბიჯით ხდება. რაც უფრო რთულია პროექტი, მით მეტი დრო სჭირდება შემოწმებას. შემოწმების ძირითადი ეტაპებია:
- საიტის ანალიზი;
- შესრულებული სამუშაოების შედარება;
- ფუნქციონალების მუშაობის შემოწმება;
- ფაილების სერვერზე ატვირთვის სიჩქარე;
- ელემენტების შეფარდება;
- კოდის ვალიდობა;
- გრაფიკული ინფორმაციის ოპტიმიზაცია;
- სისტემის უსაფრთხოება რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარე გავლენისგან დასაცავად;
- სერვისის სიჩქარის შემოწმება ტრაფიკის შემოდინების დროს;
- ვებგვერდების სწორი გადამისამართება;
- 404 შეცდომების კოდის ტესტირება, გატეხილი ბმულების ძებნა;
- რესურსის გამოყენებადობის შეფასება სხვადასხვა დონის შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისთვის.
ხარისხიანი საიტის დამზადება და ხელშეწყობა
ხარისხიანი საიტის დამზადება და ხელშეწყობა - ჩვენი ძირითადი საქმიანობაა. მხოლოდ ჩვენთან შესაძლებელია უმოკლეს ვადებში ფუნქციონალური საიტის დამზადება, იოლად მართვადი ადმინპანელით.
მრავალწლოვანი გამოცდილების მქონე ვებ სტუდია გპრ ამზადებს ყველანაირი სირთულის საიტს, ეს იქნება სავიზიტო ბარათი თუ ინტერნეტ მაღაზია, კომფორტული მართვის პანელით.
ქვემოთ მოცემული სტატიით გავიგეთ რამდენად მნიშვნელოვანია საიტის დამზადება. გთავაზობთ გაეცნოთ მზა საიტის განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს სისტემას როგორიცაა საიტის SEO ოპტიმიზაცია
სტანდარტული ფუნქციონალი
- საიტის დამზადება სუფთა (html) კოდით.
- ადაპტირებული მობილური ტელეფონებისთვის.
- საიტის დიზაინის დამზადება.
- შეცდომების გვერდების (404) კორექტული პასუხი.
- გადამისამართება (redirect) გვერდების დუბლირების თავიდან ასაცილებლად.
- ტექნიკური მხარდაჭერა.
- ავტომატიზირებული (xml) რუკა საძიებლო სისტემებისთვის.
დამატებითი ფუნქციონალი
- ავტომატიზირებული (xml) rss სიახლეების ლენტი.
- ფაილების შეკუმშვა, ქეშირება (gzip, deflate).
- გვერდების ბოლო მოდიფიკაცია (last-modified).
- კონტენტის უსაფრთხოების პოლიტიკა (csp) მაქსიმალური დაცვა ჰაკერებისგან.
- ავტომატიზირებული სინქრონიზაცია სოციალურ ქსელებთან.
- საიტის ბრაუზერული გაფართოება, როგორც კომრიუტერის სრულყოფილი პროგრამა.
- ვებგვერლი თქვენს ტელეფონში, როგორც სრულყოფილი ანდროიდ აპლიკაცია.