ციფრული მარკეტინგი ბიზნესისთვის
ციფრული მარკეტინგი წარმოადგენს როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციების საქმიანობის საფუძველს, და ეხმარება ორგანიზაციებს დაგეგმილი მიზნების მიღწევაში. ყველა სახის კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი ბრენდის გლობალური პოპულარიზაციისთვის გამოიყენონ ციფრული მარკეტინგის სერვისები, ისეთი როგორიცაა სოციალური მედია და ელექტრონული ფოსტა. ჩვენი მარკეტინგული კომპანია დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი ფირმის პოპულარიზაცია, პოტენციური კლიენტების წინაშე დროისა და გეოგრაფიის ადგილმდებარეობის მიუხედავად
რა არის ციფრული მარკეტინგი?
ინტერნეტ მარკეტინგი რომელიც ასევე ცნობილია როგორც ონლაინ მარკეტინგი ან ციფრული მარკეტინგი მიმართულია ონლაინ რესურსების გამოყენებაზე ბიზნესის პოპულარიზაციისთვის, მისი პროდუქტების ან სერვისების რეალიზაციის გასაზრდელად. ინტერნეტ მარკეტინგი მოიცავს მარკეტინგული სტრატეგიებისა და მედიის ფართო სპექტრს, სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებით მათ შორის ელფოსტის, საძიებო სისტემების, სოციალურ მედის პოსტების და ბლოგ პოსტების საშუალებით.
ბიზნეს მარკეტინგის სერვისები
სოციალური მედიის მარკეტინგის სერვისები
სოციალური მედიის მარკეტინგის სერვისებს იყენებენ პოტენციურ კლიენტებთან და მომხმარებლებთან ბრენდის ყურადღების მისაპყრობად სოციალური მედიის არხების საშუალებით ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა ბაზებზე ორიენტირებული სოციალური მედიის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. გთავაზობთ სოციალური მედიის მარკეტინგისა და მენეჯმენტის მრავალფეროვან სერვისებს, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნესის განვითარებაში.
ელ-ფოსტის მარკეტინგის სერვისები
მარკეტინგი ელ-ფოსტის საშუალებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია უკვე არსებული ბაზებით პოტენციურ კლიენტებს მივაწოდოთ აქტუალური სარეკლამო სახის ინფორმაცია, უახლესი პროდუქტები თუ შეთავაზებები. ჩვენი ელექტრონული მარკეტინგის კამპანია დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში.
კონტექსტური რეკლამა
კონტექსტური რეკლამა წარმოადგენს პლატფორმებს, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ორგანულ SEO-ზე ან სოციალურ მედიაზე და მუშაობენ ტრეფიკის გენერირებაზე ფიქსირებული ღირებულებით, რაც საშუალებას გვაძლევს შეზღუდულ ვადებში დავიკავოთ ლიდერის პოზიციები.
კონტენტ მარკეტინგი
კონტენტ მარკეტინგი ფართო მიმართულებაა, რომელიც მოიცავს ნებისმიერი ტიპის მარკეტინგს და დაკავშირებულია მომხმარებლებისთვის კონტენტის პოპულარიზაციით. მოიცავს აგრეთვე ბლოგინგს ტრაფიკის გაძლიერებას, ვიდეო მასალების ნახვების გაზრდის მიზნით. კონტენტ მარკეტინგის მყარი სტრატეგია დაგეხმარებათ თქვენი ბრენდის პოტენციალის ამაღლებას. დაგეგმილი სტრატეგიის საშუალებით ისარგებლოთ უპირატესობებით, რაც დაგეხმარებათ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა.